კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევიდან 196 თბილისში დადასტურდა, 84 - იმერეთში, აჭარაში – 62

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 196 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, იმერეთში  – 84, აჭარაში – 62.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს –  ქვემო ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა, შიდა ქართლში - 14, გურიაში - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 48, კახეთში - 41, მცხეთა-მთიანეთში - 41, სამცხე-ჯავახეთში - 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 5. 

სულ ინფიცირების 10 743 აქტიური შემთხვევაა. 

11 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 239 780 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 226 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 796 კი გარდაიცვალა. 

მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები