მერკელი: მომდევნო რამდენიმე კვირა პანდემიის დაწყებიდან ყველაზე რთული იქნება

ანგელა მერკელი
DW

მომდევნო რამდენიმე კვირა პანდემიის დაწყების მომენტიდან ყველაზე რთული იქნება". - განაცხადა ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა. მისი თქმით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მოახერხებს ინფექციის გავრცელების შეკავებას და ვითარების კონტროლზე აყვანს, თუმცა ეს ძნელი იქნება. 

"ექიმები და სამეციდინო პერსონალი ბევრ საავადმყოფოში გადატვირთვის ზღვარზე მუშაობენ. ამასთანავე, უცნობია  როგორ იმოქმედებს დაავადების გავრცელების საშობაო და საახალწლო დღესასწაულები. ჩვენს შფოთვას არ ამცირებს ხმები ვირუსის მუტაციის შესახებ, პირიქით, ზრდის",- თქვა მერკელის.

გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიის ხელისუფლების უპირველესი მიზანია, ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზაფხული-ზაფხულის დონემდე შემცირდეს. მერკელის თქმით, ამისთვის აუცილებელია, "მოქალაქეებმა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, შეზღუდონ პირადი კონტაქტები და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები." მერკელის თქმით, რაც უფრო თანმიმდევრული იქნება მოსახლეობა, მით ნაკლები დროით მოუწევთ ამგვარი შეზღუდვებით ცხოვრება.

მერკელის თქმით, იმედის საფუძველს იძლევა  ქვეყანაში უკვე დაწყებული ვაქცინაცია, რაც ეპიდემიის სწრაფად დამარცხების შანსს იძლევა. 

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში ახალი კორონავირუსული ინფექციის 24 694 შემთხვევა გამოავლინეს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში სულ 1.9 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 787 პაციენტი.

კომენტარები