200 ლარიანი დახმარება

200-ლარიანი კომპენსაციები - ვიდეოინსტრუქცია

შემოსავლების სამსახური 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ ვიდეოინსტრუქციას ავრცელებს. 

ვიდეოში აღწერილია:

  • ვის ეკუთვნის 200-ლარიანი კომპენსაცია;
  • რომელი განცხადება ივსება 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით;
  • როგორ და რა ვადაში ხდება კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადების შევსება.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.

კომენტარები