კორონავირუსი საპატრიარქოში

საპატრიარქო: შორენა თეთრუაშვილს კოვიდი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს

ილია მეორე და შორენა თეთრუაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

"ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს". - აცხადებს საპატრიარქო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, შესაძლოა, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს მასთან შეხება არ ჰქონია.  

"შეიძლება დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება მოხდეს ესეც". - ამბობს ცისანა შარტავა.

თუმცა იმას, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, მოწმობს ილია მეორის დაბადების დღეზე გავრცელებული კადრები. შორენა თეთრუაშვილი ამ დღეს საქართველოს საპატრიარქოში დიასახლისობდა. ის ვიდეოში 4:00 წუთიდან ჩანს.

კომენტარები