Pfizer-ის ვაქცინა

Pfizer-ის ვაქცინა, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შტამების მიმართაც ეფექტიანი იყოს

Telegraph

Pfizer-ისა და ტეხასის უნივერსიტეტის მედიცინის განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ Pfizer-ის ვაქცინა, შესაძლოა, ეფექტიანი იყოს კორონავირუსის ახალი შტამების მიმართაც, რომლებიც სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს. 

ვირუსის ორივე ახალ ვარიანტში მოხდა მუტაცია N501Y, რამაც გაზარდა ვირუსის მიერ უჯრედის ინფიცირების შესაძლებობები.

მკვლევრებმა ლაბორატორიაში დაამზადეს ვირუსის ვერსია, რომელიც მუტაციის მატარებელია და შეამოწმეს 20 ადამიანისგან აღებული სისხლით, რომელთაც მიიღეს Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა. კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ნეიტრალიზაციის აქტივობა არ შემცირებულა.

აღსანიშნავია, რომ კვლევას ჯერ არ გაუვლია რეცენზირება (peer-review).

ევროკავშირი მოდერნას ვაქცინის 160 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს, რაც 80 მილიონი მოქალაქის აცრისთვის იქნება საკმარისი. ევროკავშირმა ასევე შეიძინა Pfizer/BionTech-ის ვაქცინის 300 მილიონი დოზა, რომლის ავტორიზაციაც 21 დეკემბერს მოხდა. 

Moderna-ს ვაქცინის შენახვა - 20 გრადუს ცელსიუსზე ექვსი თვის განმავლობაშია შესაძლებელი, ხოლო მაცივრის ტემპერატურაზე (2-8С) 30 დღის განმავლობაში. ასევე, შესაძლებელია მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე 12 საათის განმავლობაში. 

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უფრო რთული ლოჯისტიკურ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მისი შენახვა -70 С-ზეა აუცილებელი და მაცივრის ტემპერატურაზემხოლოდ შვიდ დღეს ძლებს. 

ვაქცინის კანდიდატები, როგორებიცაა Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა, რომლის დისტრიბუცია უკვე დაიწყო გაერთიანებულ სამეფოში და, ექსპერტების აზრით, ევროკავშირის მიერ მალე დამტკიცდება, შეგვიძლია შევინახოთ მაცივრის ტემპერატურაზე, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში, რაც სასარგებლოა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან აღჭურვილები იმისათვის, რომ შეძლონ ცივ ტემპერატურაზე დიდი ოდენობით ვაქცინის შენახვა. 

 

კომენტარები