Pfizer-ის ვაქცინა

ღარიბაშვილი: Pfizer-ის მილიონი დოზა, ეტაპობრივად, ალბათ, ერთ თვეში, თვე-ნახევარში შემოვა

ჯამში, დღეს ქვეყანაში გვაქვს 2 მილიონი ვაქცინა. ეს არის – მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა და ასევე ნახევარი მილიონი არის ფაიზერი. ამას გარდა, მილიონი დოზა ფაიზერი ჩვენ პირდაპირ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ ვაქცინის მოწოდება უკვე დაწყებულია, პროცესი მიმდინარეობს. ჯამში, ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა, 2 მილიონი ადგილზეა, მილიონი დოზა, ალბათ, ერთ თვეში, თვე-ნახევარში შემოვა, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. აშშ-ს მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს ჩამოვიდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 404 339 პირია აცრილი, მათგან სრულად, ვაქცინის ორივე დოზით – 139 756.

კომენტარები