კრიმინალი

შსს: ორმა პირმა ნათხოვარ მანქანას ნაწილები მოხსნა და გაასხვისა, ბრალდებულები დავაკავეთ

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული ვ.მ., ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1991 წელს დაბადებულმა გ.რ.-მ 2020 წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, ტოიოტა პრიუსის მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს გადასცა. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს.

"პოლიციამ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.მ. მიმდინარე წლის 4 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ტ.ბ. კი - 2020 წლის 20 ნოემბერს.

დაშლილი ავტომობილი პოლიციამ თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-სა და და ვ.მ.-ს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც, რომელთაგან გამოძიებამ ამოიღო 5 ავტომობილი. დანარჩენი ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები