გაერო

რუსეთი, ჩინეთი, კუბა გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს დღეიდან შეუერთდნენ

Nikkei Asia

1-ელ იანვარს რუსეთი, ჩინეთი, კუბა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს შეუერთდნენ.

რუსეთი და ჩინეთი გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში გასული წლის 13 ოქტომბერს აირჩიეს. ქვეყნებს ადამიანის უფლებების სასტიკად დარღვევისთვის საერთაშორისოდ აკრიტიკებენ. 

"UN Watch-ს ჰქონდა კამპანია, რომლითაც ეწინააღმდეგებოდა ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მათ არჩევას, მაგრამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ქვეყნები, როგორიცაა კანადა, ჩუმად იყვნენ" - წერს გაერო-ს მეთვალყურეობის სააგენტო.

ხმის მიცემის გამართვამდე UN Watch-მა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, სადაც აღწერილია რუსეთის, ჩინეთის, კუბის რეჟიმების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევები და, აგრეთვე, მათი არაერთი უარი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციებზე .

აღანიშნავია, რომ ოქტომბერში 20%-ით ნაკლებმა მისცა ხმა ჩინეთს 2016 წელთან შედარებით, როდესაც ჩინეთმა 139 ხმა მოიპოვა. საუდის არაბეთმა ამჯერად ადამიანის უფლებების საბჭოში ადგილის დაკავება ვერ შეძლო. 193 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარმა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 47-წევრიან საბჭოში ასევე აირჩია კოტ-დ’ივუარი, გაბონი, მალავი, ბოლივია, უზბეკეთი, საფრანგეთი და ბრიტანეთი. 

სენგალი, ნეპალი, პაკისტანი, უკრაინა და მექსიკა ხელახლა აირჩიეს. საბჭოში ყოფნა საბჭოს წევრებს ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით  შეუძლიათ.

ახალი წევრების ვადის ათვლა 1-ელი იანვრიდან იწყება. 

"ის, რომ საუდის არაბეთმა ვერ შეძლო ადამიანის უფლებათა საბჭოში ადგილის დაკავება, მისასალმებელი შეხსენებაა, რომ გაეროს არჩევნებში მეტი კონკურენციაა საჭირო. დამატებითი კანდიდატები რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა, ჩინეთს, კუბას და რუსეთს წაეგოთ". – თქვა ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ცენტრის გაეროს დირექტორმა, ლუი შარბონომ. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2018 წელს დატოვა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საბჭოს დატოვების მიზეზად "პოლიტიკური მიკერძოებულობა" დაასახელა და თქვა, რომ საბჭო "ადამიანის უფლებების ცუდი დამცველია".

წლევანდელი ხმის მიცემის შედეგებს გამოეხმაურა მაიკ პომპეო - "გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანთა უფლებების საბჭომ კიდევ ერთხელ აირჩია ქვეყნები, რომლებსაც ადამიანის უფლებების საშინელი ჩანაწერი აქვთ".

კომენტარები