ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი

ვაჟა გაფრინდაშვილი ანტისაოკუპაციო აქციას შეუერთდა

კადრი ვიდეოდან / RUSTAVI 2

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ოკუპანტებს 49 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული, დღეს, შვედეთის საელჩოში მდებარე რუსეთის წარმომადგენლობასთან გამართულ ანტისაოკუპაციო აქციას შეუერთდა.

"ვთვლი, რომ ნებისმიერი ასეთი აქცია, რომელიც ალბათ მომავალშიც ჩატარდება, მიმართულია არა სახელმწიფოს კურსის წინააღმდეგ, არამედ პირიქით, სახელმწიფოს მხარდაჭერისკენ". – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

მისი გათავისუფლება 28 დეკემბერს მოხერხდა. გაფრინდაშვილს არ ათავისუფლებდნენ, რადგან უარს ამბობდა "დანაშაულის" აღიარებაზე. გაფრინდაშვილი ამბობდა, რომ მას არავითარი საზღვარი არ გადაუკვეთავს და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

კომენტარები