თბილისის მერია

კალაძე: 2021 წელს დავინახავთ ჩვენი შრომის შედეგს მადლიერი მოქალაქეების ღიმილში

დარწმუნებული ვარ, 2021 წელი იქნება უკეთესი და ჩვენ დავინახავთ ჩვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგს ჩვენი მადლიერი მოქალაქეების ღიმილში, ქალაქის სილამაზეში, ქუჩებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე დადიან, უყვართ და უხარიათ. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ, პირველ რიგში ჯანმრთელობა, რომელიც კიდევ უფრო დავაფასეთ. მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და გაძლიერება, რომელიც განსაკუთრებით სჭირდება ახლა ჩვენს ქვეყანას. ბედნიერება და ღიმილი, რადგან ამის გარეშე არაფერს აქვს ფასი და ღიმილის და ბედნიერების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, რაც არ უნდა რთული ბარიერების გადალახვა გვიწევდეს და სირთულეები გვხვდებოდეს ცხოვრებაში...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წელი შეაჯამა და თანამშრომლებსა და მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. 

კომენტარები