NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მიწისძვრა ხორვატიაში

ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

ოთხშაბათი, 30 დეკემბერი, 2020 - 10:16
tbl.ge/5d48
დაკოპირდა

ხორვატიაში 29 დეკემბერს 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი. საავადმყოფოში გადაყვანილია სულ მცირე 26 ადამიანი, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქ პეტრინიაში და მიმდებარე სოფლებში დაინგრა შენობები.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა თქვა, რომ მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ დრომდე გრძელდება სამძებრო და სამაშველო სამუშაოები.

სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს ქვეყნის არმიაც. მათ დროებითი თავშესაფრები მოაწყვეს იმ ადამიანებისთვის, ვინც საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის სერბეთში, ბოსნიასა და სლოვენიაში. მიწისძვრის შემდეგ სლოვენიისა და ხორვატიის საზღვარზე მდებარე ატომური ელექტროსადგურს მუშაობა დროებით შეაჩერეს.

მიმდინარე წლის მარტში ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, დაიღუპა 1 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. 28 დეკემბერს კი ქალაქ პეტრინიასთან კიდევ ერთი, 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრები იშვიათია. ბოლოს 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა 1996 წელს დაფიქსირდა ქალაქ სტონთან და ნგრევა გამოიწვია.

Reuters
Reuters
AFP
მიწისძვრახორვატიაანდრეი პლენკოვიჩიპეტრინიამიწისძვრა ხორვატიაში

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 29 დეკემბერი, 2020 - 20:08ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ შენობები დაანგრია, არის მსხვერპლი [Video]

კომენტარები

ბოლო სიახლეები

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 17:14

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:58

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:53

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:59

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:29

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕