მიწისძვრა ხორვატიაში

ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ შენობები დაანგრია, არის მსხვერპლი [Video]

ხორვატიის სამხრეთით 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ქალაქ პეტრინიაში დაიღუპა 12 წლის გოგო. დაშავებულებისა და დაღუპულების ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.

მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია.

მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა, მათ შორის ბოსნიაში, სერბეთში, სლოვენიასა და იტალიაშიც.

მიწისძვრას განმეორებითი ბიძგები მოჰყვა. ამ დროს ქალაქ პეტრინიას მერი პირდაპირ ეთერში იყო.

მან თქვა, რომ ქალაქის ნახევარი განადგურდა და ამ დრომდე ეძებენ ნაგრევებში მოყოლილ ადამიანებს.

ქალაქში ჩავიდა პრემიერმინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ქვეყნის არმია.

კომენტარები