კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ტესტირებები ჩაუტარდებათ ტაქსის მძღოლებს და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს

იანვრის განმავლობაში, განსაკუთრებით ამ ახალ წლებზე, ტესტირებები მეტად გამარტივდება. ტესტირებებში,  როგორც ანტიგენის, ისე PCR-ის, ტაქსის მძღოლები ჩაერთვებიან, რადგან მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან, რადგან ტრანსპორტი არ მუშაობს. ასევე, ტესტირებაში ჩაერთვებიან სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები, რადგან მოგეხსნებათ, ამ დროის განმავლობაში იქნება სხვადასხვა რელიგიური რიტუალები. 

ასევე, რამდენიმე ღია, სასურსათო ბაზრობაზე იქნება ტესტირებები და ზოგადად, ეს მიმართულება, ე.წ. გაფართოებული ტესტირება და შეზღუდვები იქნება ერთერთი მიმართულება შემდგომში თანდათანობით ეკონომიკის გახსნის...

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. 

კომენტარები