ნარკოდანაშაული

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას ქალის კოსმეტიკის კოლოფებში ინახავდა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე ალფა პვპ, ასევე, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება ალფა პვპ-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები