სპეციალური პენიტენციური სამსახური

პენიტენციური: საახალწლოდ ამანათების მიღება 28 დეკემბრიდან დაიწყება

გლდანის ციხე
facebook.com/moc.gov.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით,  ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის ამანათების მიღებას 28 დეკემბრიდან დაიწყებს და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მათივე ცნობით, ამანათების მიღება 28-30 დეკემბერს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 31 დეკემბერს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები