ეკონომიკა

მაჭავარიანი საგარეო ვალის 60%-იან ნიშნულზე: ბევრი ქვეყანა ინატრებდა

ჩვენი განახლებული ბიუჯეტით საგარეო ვალი მშპ-ს 57%-ზე უნდა ჩამოვიდეს, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩამოვიყვანოთ 55%-ზე. დღეიდან 4 წელიწადში, თქვა, რომ 2024 წელში 55% ან 59% არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს 60%-იანი ნიშნული, საკუთრივ 60% ან თუნდაც 65% კი არ არის პრობლემა, ბევრი ქვეყანა ინატრებდა, შეგიძლიათ, გადახედოთ, როგორ გაეზარდათ ვალი ამ ბოლო პერიოდში. ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ ვალი იყოს 60-70% ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ 7-8 წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა პერიოდულობით არის სხვადასხვა ტიპის კრიზისი, არა ამ ტიპის და ამ მასშტაბის, რომელიც ალბათ საუკუნის კრიზისია, არამედ სხვა ტიპის, ზოგან რეგიონული კრიზისია და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვევით, იმიტომ, რომ რაღაც პერიოდში, რომელიმე წელს, როდესაც დაგვჭირდება იოლად შევძლოთ თანხების მობილიზება, როგორც ეხლა შევძელით...

 

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა საგარეო ვალის შესახებ დასმულ კითხავს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 33 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ვალის მოცულობა, ასევე, აღემატება ეკონომიკური თავისუფლების აქტით დადგენილ საკანონმდებლო მპშ-ს 60%-იან ზღვარს.

კომენტარები