დღეს არსებული მონაცემებით, ის [კორონავირუსის ახალი შტამი] არ არის იმდენად შეცვლილი მუტაციის შედეგად, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს. ანუ ვაქცინა მოახდენს ამ შტამით ინფიცირების პრევენციასაც და თუ ეს ასეა, ის კოვიდპაციენტები, ვინც გადაიტანეს ინფექცია, მათი იმუნიტეტიც დაიცავს ამ ახალი შტამისგან...
კორონავირუსი საქართველოში
ცერცვაძე: არსებული მონაცემებით, ახალი შტამი ისე არ შეცვლილა, რომ ვაქცინამ არ იმოქმედოს
tbl.ge/5c43
დაკოპირდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-თან საუბარში, კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ, რომელიც 70%-ით უფრო გადამდებია. ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, იქ უკვე 1000-ზე მეტი შემთხვევაა. დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა დანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებშიც, ამის გამო, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ბოლო ორ კვირაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირს სავალდებულო კარანტინი მოუწევს.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება