ტომ კრუზი

ლეა რემინი: ტომ კრუზი სასტიკი ადამიანია

ლეა რემინი მსახიობი და მწერალია, რომელმაც 2013 წელს საიენტოლოგიის ეკლესია დატოვა. წამოსვლის შემდეგ ის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი გახდა, რომელმაც საიენტოლოგების ღიად კრიტიკა დაიწყო

US Weekly

ლეა რემინი მსახიობი და მწერალია, რომელმაც 2013 წელს საიენტოლოგიის ეკლესია დატოვა. წამოსვლის შემდეგ ის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი გახდა, რომელმაც საიენტოლოგების ღიად კრიტიკა დაიწყო. მისი დახმარებით შეიქმნა დოკუმენტური ფილმების სერია "Troublemaker: Surviving Hollywood and Scientology", რომელშიც ხსენებული რელიგიის არაერთი ცნობილი მიმდევარი, მათ შორის ტომ კრუზიც ნეგატიურ ასპექტში წარმოაჩინა.

რემინი ამჯერად გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა - ტომ კრუზმა გადასაღებ მოედანზე სკანდალი მოაწყო, რასაც მოგვიანებით გადამღები ჯგუფის ხუთი წევრის წამოსვლა მოჰყვა.

"თქვენ იხილეთ ტომ კრუზის ნამდვილი სახე. ის სასტიკი ადამიანია. ამის მოწმე არაერთხელ ვიყავი, ნაწილობრივ მისი რისხვა საკუთარ თავზეც მაქვს გადატანილი. ეს არის ნამდვილი ტომი. ზუსტად ასევე ეჩხუბა ერთხელ მოახლეს, როდესაც სახლში ნამცხვრისთვის საჭირო ინგრედიენტი არ აღმოაჩნდა. იგივე ტონით გაკიცხა დამხმარე, რომელმაც წყალი გაბზარული ჭიქით მიაწოდა. კრუზს გადამღები ჯგუფის წევრების ოჯახები საერთოდ არ ანაღვლებს. მას არ სწამს ოჯახური ფასეულობების. ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანები ამ სისულელეს იჯერებენ. რაც თქვენ მოისმინეთ, დიდი ალბათობით, წინასწარ დაწერილი მიმართვაა, რომელიც ფილმის პიარ კამპანიას ემსახურება, ტექსტის ავტორი აუცილებლად საიენტოლოგი თანაშემწე იქნება". – ამბობს რემინი.

კომენტარები