არჩევნები 2020

იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს – კაბინეტში მხოლოდ ერთი მინისტრი იცვლება

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძე წარუდგინა. ლორთქიფანიძე თეა წულუკიანს შეცვლის. 

1991-2005 წლებში გოჩა ლორთქიფანიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში მუშაობდა. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. 2012 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. 

გახარიას მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება. სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;
  • თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.

კომენტარები