კორონავირუსი საქართველოში

შსს: ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 615 ადამიანი დავაჯარიმეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 615 ადამიანი დააჯარიმეს. 

უწყების ინფორმაციით, ჯამში, რეგულაციების დარღვევის 706 შემთხვევა აღრიცხეს. 

"პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 91 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები". - წერია განცხადებაში. 

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით ჯარიმდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით. განმეორებითი ჯარიმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები