ის, რასაც დღეს ვხედავთ აქ, არის შედეგი და გაგრძელება ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო პოლიტიკის, როცა არ არსებობს კანონის უზენაესობა, დაპირებები როცა კეთდება, რომ თქვენია ეს მიწა, ეს ნიშნავს გადაგდებას და თან წახალისებას ადამიანების, რომ ასე მოიქცნენ, როცა ამდენი წელი აშენებდნენ ეს ადამიანები ამას და უბრალოდ სხვადასხვა ამოცანებისათვის აქამდე კი არ გაარკვიეს ვითარება, არამედ დღევანდელ ძალადობამდე მიიყვანეს და კერძო საკუთრების მაგივრად, მთავრობას აქვს ხელში ამხელა ქონება და მანიპულირებს შემდეგ ადამიანების ბედით და ვიმეორებ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ ხალხს პირდაპირ დაპირდნენ და კონტრაქტი დაუგდეს, რომ მათი მიწა იყო, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ეს ყველაფერი, ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება ყველა ეტაპზე, არის ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანი...
აფრიკის დასახლება
ბოკერია: კერძო საკუთრების ნაცვლად, მთავრობას აქვს ამხელა ქონება ხელში და მანიპულირებს
tbl.ge/5bjn
დაკოპირდა
ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აფრიკის დასახლებაში დემონტაჟის პროცესზე, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით სრულდება.
ამავე თემაზე
- აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების ოჯახს ზუგდიდში ბინის გასაღები გადაეცა
- კალაძე: შვილი რომ საქსაფონზე უკრავს, მეზობელს აწუხებს და ამიტომ მიწას იტაცებ, არაფერში ჯდება
- კალაძე: 4 შვილს 4 ბინა ვუყიდე, მე-5 ისე მრჩება და მიწა უნდა მივიტაცო – ვერ იქნება არგუმენტი
- EMC აფრიკის დასახლებაზე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მერიას, შეაჩეროს დემონტაჟის პროცესი
- "7-ზე გამოგვყარეს და სახლი დაგვინგრიეს" – მერია აფრიკის დასახლებაში შენობებს კიდევ ანგრევს