აფრიკის დასახლება

კალაძე: სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი, სახელმწიფო ქონების უკანონო დატაცებებს არ დავუშვებ

ამ ადამიანებს [აფრიკის დასახლებაში] აქვთ სახლები. ზოგს მიწის ნაკვეთი აქვს, ზოგს რაიონში აქვს სახლი და ა.შ. კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებ, სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი და ქალაქი მერი, არჩეული ჩვენი ქალაქის მოსახლეობის მიერ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონო დატაცებები მოხდეს. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვუწყობთ ხელს რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება რომ მოვიპაროთ სახელმწიფო მიწები, კატეგორიულად მიუღებელია...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მიმდინარე უნებართვოდ აგებული შენობების დემონტაჟზე.

კომენტარები