დოლი პარტონი

დოლი პარტონმა 9 წლის ბავშვი მანქანის დაჯახებას გადაარჩინა

Facebook

მომღერალმა და მსახიობმა დოლი პარტონმა გადასაღებ მოედანზე 9 წლის კოლეგა გადაარჩინა.

ინციდენტი ფილმ "Dolly Parton's Christmas on the Square"-ის გადაღებებზე მოხდა. 9 წლის მსახიობს ტალია ჰოლს მანქანა დაეჯახებოდა, რომ არა პარტონი, რომელმაც ბავშვი მაღალი სიჩქარით მომავალ ავტომობილის ბორბლებს საკუთარი ხელით გამოაცალა.

"გადასაღებ მოედანზე ვიმყოფებოდით, შოკოლადის საყიდლად გავედი, მერე მოგვიხმეს და გადამღები ჯგუფისკენ დავიძარი. უეცრად ვიღაცამ ხელი ჩამავლო და უკან გამათრია, თურმე მანქანა მეჯახებოდა, ჩემი მხსნელი დოლი პარტონი აღმოჩნდა". – იხსენებს ჰოლი.

ამავე თემაზე:

კომენტარები