არჩევნები 2020

კობახიძე: მაქსიმალურად შევეცადეთ, ISFED-ისთვის რეპუტაციული ზიანი აგვერიდებინა

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, ISFED-ისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას.

საჯაროდ, შეგნებულად არ გამოვთქვით საფუძვლიანი ვარაუდი PVT-ს მანიპულაციასთან დაკავშირებით, რასაც დახურულ შეხვედრებზე ვაფიქსირებდით. თუმცა, სამწუხაროდ, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ჩვენს თავაზიან მიდგომას არასათანადო პასუხი დაუპირისპირა. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ორგანიზაციის სახელით მიერ გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი... 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გამართულ ბრიფინგზე ISFED-ის PVT-ის განახლებულ შედეგებზე. სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

კომენტარები