კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან 571 თბილისში დადასტურდა, 212 – აჭარაში, 147 - იმერეთში

armradio.am

ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 48, გურია - 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 74, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

14 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 191 063 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 161 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 839 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში სულ ინფიცირების 27 517 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები