კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ვმსჯელობთ, რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი 24 დეკემბრიდან, საფრთხილოა

24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება... თუ ჩვენ შევძელით სტაბილიზაცია სიტუაციის, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ. 

პირველ რიგში, ჩვენ ხომ იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ვატაროთ ყველამ ყველგან პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, შავ პარასკევს რაც მოხდა იგივე რომ განმეორდეს, რომ გაიხსნება ყველაფერი... ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამას. არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს, თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე რომ ეპიდემიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში

კომენტარები