კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევიდან 1 240 თბილისში დადასტურდა, 362 - იმერეთში, 219 – აჭარაში

ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა - 219, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 231, შიდა ქართლი - 156, გურია - 40, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 203, კახეთი - 142, მცხეთა-მთიანეთი - 84, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

13 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 189 726 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 158 183 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 790 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში სულ ინფიცირების 29 727 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები