კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 146 ახალი შემთხვევა

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 146 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 129 პაციენტი.  

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 18 849 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805 PCR ტესტით.

11 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 183 099 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 150 461 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 694 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები