ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ინფიცირების ეს მაჩვენებელი გაზაფხულზე რომ გვქონოდა, ქვეყანა ვერ გაუძლებდა

მიმდინარეობს მუშაობა. ყველა მიმართულება, სფერო, უწყება, მუშაობს იმის ფარგლებში, რა რესურსიც აქვს ქვეყანას. ამ ტიპის ინფიცირების მაჩვენებელი ჩვენ რომ გაზაფხულზე გვქონოდა, ჩვენ ნამდვილად 2-3 თვე ვერ გავუძლებდით და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი მალე მოხდებოდა, რომ გვქონოდა გაზაფხულზე 3-4 000 შემთხვევა ყოველდღიურად. პირდაპირ გეუბნებით, ამას ქვეყანა ვერ გაუძლებდა, იმიტომაც იყო საჭირო მაშინ სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, რომ გარკვეული მზადება ყოფილიყო.

 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები