თბილისში, ახალ გზაზე მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა.
დაშავებული ამ დროისთვის, კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.