არჩევნები 2020

მდინარაძე: რიგგარეშე, თუ ვადამდელი არჩევნები, ჩვენი მხრიდან არც განიხილება

შეუძლებელია, ქართულმა ოცნებამ უღალატოს ამომრჩეველს და გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის ნებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია რიგგარეშე, თუ ვადამდელი არჩევნები, ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის საპასუხოდ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები