მსოფლიო

პოლიტიკოსმა, სახელად ადოლფ ჰიტლერი, ნამიბიის ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა

პოლიტიკოსმა, სახელად ადოლფ ჰიტლერი, უონონა ნამიბიის ადგილობრივი საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი რადიო Eagle ავრცელებს

გერმანული გამოცემა Focus-ის ინფორმაციით, მმართველი პარტიის კანდიდატი იყო. გამოცემა Bild-თან საუბარში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ნაცისტურ იდეოლოგიასთან. "როგორც ჩანს, მამაჩემს კარგად არ ესმოდა, რას წარმოადგენდა ადოლფ ჰიტლერი". - თქვა მან. 

უონონას თქმით, ბავშვობაში მას მისი სახელი ნორმალურად მიაჩნდა, თუმცა უკვე მოზარდობის პერიოდში გაიგო, რომ ადოლფ ჰიტლერი მთელი მსოფლიოს დაპყრობას ცდილობდა, თუმცა ნამიბიელის განცხადებით, მას მსგავსი გეგმები არ აქვს. 

1884 წლიდან ნამიბია გერმანული კოლონია იყო და გერმანულ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკად იწოდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს ქვეყანაზე კონტროლი სამხრეთ აფრიკის კავშირის არმიამ დაამყარა. ნამიბიამ დამოუკიდებლობა 1990 წლის 21 მარტს გამოაცხადა. 

კომენტარები