მსოფლიო

პეკინმა მილიარდერების სიმრავლით ნიუ-იორკს გადაუსწრო

The Times

ფორბსის ყოველწლიური სიის მიხედვით, პეკინში ამჟამად უფრო მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქში.

გამოცემის თანახმად, ჩინეთის დედაქალაქმა გასულ წელს 33 ახალი მილიარდერი "დაიმატა" და სიის სათავეში გადაინაცვლა. პეკინმა მილიარდერების რაოდენობით პირველად გაუსწრო ნიუ-იორკს, რომელიც სიას, ამჟამად 99 მილიარდერით, ბოლო 7 წლის განმავლობაში ლიდერობდა. 

სავარაუდოა, რომ ცვლილება ჩინეთის მიერ კორონავირუსის გავრცელების სწრაფ და ეფექტიან შეზღუდვას უკავშირდება, განსხვავებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან. 

მიუხედავად სიმრავლისა, ნიუ-იორკის მილიარდერების ჯამური ქონება პეკინის მკვიდრთა სიმდიდრეს $80 მილიარდი დოლარით აღემატება. 

პეკინის უმდიდრესი ადამიანი, ამ მომენტისთვის, ტიკტოკის დამფუძნებელი, ჭანგ იმინგია. მისი ქონება 2020 წელს გაორმაგდა და $35.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. საპირისპიროდ, ნიუ-იორკის უმდიდრესი ადამიანის და ქალაქის ყოფილი მერის, მაიკლ ბლუმბერგის ქონება $59 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მთლიანობაში, შეერთებულ შტატებს 724 მილიარდერი ჰყავს, ჩინეთს კი – 698. სავარაუდოა, რომ მომდევნო წლებში, სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება. 

10 ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს: 


1. პეკინი 

მილიარდერების რაოდენობა: 100 
გასულ წელთან შედარებით ცვლილება : +33 
ჯამური ქონება: $484.3 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: ჟანგ იმინგი [$35.6 მლრდ.]

2. ნიუ-იორკი

მილიარდერების რაოდენობა: 99 
გასულ წელთან შედარებით ცვლილება : +7
ჯამური ქონება: $560.5 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: მაიკლ ბლუმბერგი [$59 მლრდ.]

3. ჰონგ-კონგი

მილიარდერების რაოდენობა: 80
გასულ წელთან შედარებით ცვლილება : +9
ჯამური ქონება: $448.4 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: ლი კა-შინგი [$33.7 მლრდ.]

4. მოსკოვი

მილიარდერების რაოდენობა: 79 
გასულ წელთან შედარებით ცვლილება: +9 
ჯამური ქონება: $420.6 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: ალექსეი მორდაშოვი [$29.1 მლრდ.]

5. შენჟენი

მილიარდერების რაოდენობა: 68 
გასულ წელთან შედარებით ცვლილება: +24 
ჯამური ქონება: $415.3 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: მა ჰუატენგი [$65.8 მლრდ.]

6. შანხაი

მილიარდერების რაოდენობა: 64 
გასულ წელთან შედარებით ცვლილება: +18 
ჯამური ქონება: $259.6 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: კოლინ ჟენგ ჰუანგი [$55.3 მლრდ.]

7. ლონდონი

მილიარდერების რაოდენობა: 63
გასულ წელთან შედარებით ცვლილება: +7 
ჯამური ქონება: $316.1 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: ლენ ბლავატნიკი [$32 მლრდ.]

8. მუმბაი

მილიარდერების რაოდენობა: 48
გასულ წელთან შედარებით ცვლილება: +10 
ჯამური ქონება: $265 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: მუკეშ ამბანი [$84.5 მლრდ.]

9. სან-ფრანცისკო

მილიარდერების რაოდენობა: 48 
გასულ წელთან შედარებით ცვლილება: +11 
ჯამური ქონება: $190 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: დასტინ მოსკოვიცი [$17.8 მლრდ.]

10. ჰანჟოუ

მილიარდერების რაოდენობა: 47 
გასულ წელთან შედარებით ცვლილება: +21 
ჯამური ქონება: $269.2 მილიარდი 
უმდიდრესი მცხოვრები: შანშან ჟონგი [$68.9 მლრდ.]
 

 

კომენტარები