ბიუჯეტი

საგარეჯოს მერიამ წელს ქუჩების მორეცხვაზე 10 000 ლარი დახარჯა

საგარეჯოს მერიამ მიმდინარე წელს ვირუსის პრევენციის მიზნით ქუჩების მორეცხვაზე 9 870 ლარი დახარჯა. ამის შესახებ გურჯაანის მერის, გიორგი ერბოწინაშვილის მიერ ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკისთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი. 

წერილის ფოტოს დეპუტატი თავის ფეისბუკზე ავრცელებს. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე იგივე ზომები მიიღო საქართველოს რამდენიმე ქალაქის მერიამ. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ზუგდიდის მერიამ 10 ქუჩის მორეცხვაში 20 000 ლარი დახარჯა. 

დაახლოებით, 10 000 ლარი გადაიხადა ქუჩების მორეცხვაში ბათუმის მერიამაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუჩების მორეცხვას ვირუსის პრევენციის კუთხით არანაირი ეფექტი არ აქვს. 

კომენტარები