ავარია

სოფელ სუფსაში ავარიას სამარშრუტო ტაქსის მგზავრი ემსხვერპლა

სოფელ სუფსაში ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და სატვირთო მანქანა დაეჯახა. სამარშრუტო ტაქსის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, სხვა დაშავებულები კი არ არიან. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები