ფოთში მანქანა ბავშვს დაეჯახა, არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




