კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 759 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 3 759 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი. 

1-ლი დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 139 343 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 117 560 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 303  პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები