გერმანია

გერმანიის ფედერალური კანცელარიის შენობის კარიბჭეს ავტომობილი შეეჯახა

Yahoo

გერმანიის ფედერალური კანცელარიის შენობის კარიბჭეს ავტომობილი შეეჯახა. 

ავტომობილს ერთ მხარეს თეთრად აწერია - "შეაჩერეთ გლობალიზაციის პოლიტიკა", მეორე მხარეს კი - "ბავშვებისა და მოხუცების მკვლელებო". 

შემთხვევის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე პოლიცია და სახანძრო ჯგუფი მივიდა. 

ავტომობილის მძღოლი, შუახნის პირი, უკვე დააკავეს. პოლიციის განცხადებით, ამჟამად ადგენენ, მძღოლი განზრახ შეეჯახა ჭიშკარს თუ არა.

უცნობია, შემთხვევის დროს მერკელი შენობაში იმყოფებოდა თუ არა.

25 ნოემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ვიდეოკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერებთან, მათ კორონავირუსის გამო შეზღუდვების გაფართოება და შემდეგი ნაბიჯები უნდა განეხილათ. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ვენაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი მოკლეს. ვენაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მანამდე ტერორისტული თავდასხმა მოხდა პარიზსა და ნიცაში.

4 წლის წინ ტუნისელი, რომელიც თავშესაფარს ეძებდა ბერლინში საშობაო ბაზარზე სატვირთო მანქანით შევარდა. ტერორისტულმა თავდასხმამ 12 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები