მაიკ პომპეოს ვიზიტი

საელჩო: პომპეომ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე

მაიკ პომპეო და გიორგი გახარია

საქართველოში აშშ-ს საელჩო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

"სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე."

მაიკ პომპეომ უკვე გამართა შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საპარტიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება. 

კომენტარები