იან კელი

იან კელი პომპეოს ვიზიტზე: მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ვიზიტს საკუთარ Twitter-ზე ეხმაურება.

"პომპეო საქართველოშია, მორიგ ქვეყანაში, [სადაც] არჩევნების შედეგები სადავოა. ის მხოლოდ მთავრობას ხვდება. ეს შეცდომაა". - წერს იან კელი.

ამავე ტვიტში ის აზიარებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის, წერილს საქართველოში პომპეოს ვიზიტის შესახებ.

მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 17 ნოემბერს ეწვევა.

კომენტარები