იან კელი

კელი: ანაკლიის პროექტის შეჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებით რუსეთი იგებს

რა არის რუსეთის მიზანი, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მათ შორის, უკრაინისთვის - მე ვფიქრობ, მათი მიზანია, დარწმუნდნენ, რომ საქართველო არ იღებს [NATO-ს] წევრობის სამოქმედო გეგმას, არ ხდება NATO-ს და ევროკავშირის წევრი. მე ასევე შეშფოთებული ვიყავი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს. ვფიქრობ, თუ შეხედავთ, თუ ვინ იგებს ამ გადაწყვეტილებით, რომ შავ ზღვაში არ აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი, ეს რუსეთია. მე შეშფოთებული ვიყავი, ეს პორტი, ვფიქრობ, გაზრდიდა NATO-ს შესაძლებლობას, რომ კავშირი ჰქონოდა საქართველოს სანაპირო დაცვასთან, მეტი გემები ეწვეოდნენ [სანაპიროს], ეს ნამდვილად უზრუნველყოფდა დასავლეთის კუთხეს სამხრეთ დერეფნის კასპიის ზღვის ენერგიისთვის. მე ვფიქრობ, [ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება] რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო... 

14 აპრილს საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის და გერმანიის მარშალის ფონდის ონლაინ შეხვედრაზე თქვა. 

კომენტარები