კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

Tabula

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრას, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები