არჩევნები 2020

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები, ელჩები და თალაკვაძე მივიდნენ

IPN

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები და არჩილ თალაკვაძე მივიდნენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

"დიალოგი უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში დიალოგი რეჟიმთან შეიძლება იყოს ერთადერთზე, ხელახალ არჩევნებზე. შემდეგ ნიუანსებია - იქ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ვინ ჩაატარებს, ეუთოს ეგიდით იქნება ეს თუ ევროკავშირის, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იქნება თუ ნახევრად სავალდებულო".- თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე. 

შეხვედრას ესწრება პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომელმაც შეხვედრის დაწყების წინ თქვა, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა და ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაიგონ.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ჩვენი პარტიის პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში".- ამბობს ინაშვილი. 

 

კომენტარები