ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს კორონავირუსი დაუდასტურდა

Orthodoxtimes.com

Orthodox Times-ის ცნობით, ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ანასტასიოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, ასაკისა და ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების გამო, ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს მისი საბერძნეთში, კორონავირუსის სპეციალიზირებულ კლინიკაში ჰოსპიტალიზება.

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ნებართვით, საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი A C 130 მიემართება ალბანეთის დედაქალაქ ტირანასკენ, რათა მოხდეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიის მეთაურის, ანასტასიოსის ტრანსპორტირება ათენის საავადმყოფოში. 

კომენტარები