კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევიდან 1 056 თბილისში დადასტურდა, 476 - აჭარაში, 469 – იმერეთში

CDC/Science Photo Library

კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 056 გამოვლინდა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შიდა ქართლში 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1.

11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსის 16 158 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

კომენტარები