არჩევნები 2020

"სამართალი პურს აუცილებლად შეჭამს" - დოლიძე სასამართლოში შოთი პურით მივიდა

Facebook.com/Drannadolidze

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც საოლქო კომისიის ოქმებსა და გადაწყვეტილებებს ასაჩივრებს.

დოლიძემ სასამართლოში სიმბოლურად შოთი პური მიიტანა, რადგან "სამართალი პურს აუცილებლად შეჭამს".

"მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც სიმბოლო იმისა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თამარ ჟვანია კრმინალმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ აქ გავასაჩივრეთ საოლქოს ყველა ოქმი და გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა დიდუბე-ჩუღურეთში ვერცერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჭუჭყი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა, მაგრამ ამ ბრძოლას არ მოვეშვებით". - თქვა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს.

კომენტარები