კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ისეთ პერიოდში ვართ, როცა ყველა შეზღუდვას პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად აღიქვამენ

შეზღუდვები არის. შეზღუდვები გვაქვს, რაც არ შეზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას და არის ის შეზღუდვები მხოლოდ. 

ჩვენ ვართ მართლა ძალიან ისეთ პერიოდში, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვა რატომღაც აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად.

ამ დროს ყველაფერი ისე კეთდება, რომ მაქსიმალურად აღქმაშიც არ იყოს არავისთვის, რომ ეს არის პოლიტიკურ შეზღუდვასთან რაიმე კავშირში.

ასე რომ, ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ რაღაც ძალიან მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ ქვეყანაში, ამიტომ დანის პირზე გვიწევს სიარული - შეზღუდვები და ის, რომ თან ქვეყანაში ეკონომიკა ფუნქციონირებდეს...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

კომენტარები