გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში და, პირველ რიგში, რისკჯგუფებს მოგიწოდებთ. სასურველია, რომ ამ თვის განმავლობაში უმრავლესობა რისკჯგუფებისა ავიცრათ. გრიპის ვირუსზე აცრა მთელი სეზონის განმავლობაში შეიძლება.
ორსული ქალები, დიაბეტით ავადმყოფები, 65 წელს ზემოთ ადამიანები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ბაღების აღმზრდელები, სამედიცინო პერსონალი – აუცილებელია ავიცრათ და გრიპის ვირუსს მომზადებულები დავხვდეთ.