ისინი მიდიან იმ მოქმედების საწინააღმდეგოდ, რა მოქმედებაც თავად მოითხოვეს და, დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთადერთი მიზეზით გამოწვეული - მაგალითად, საბურთალოზე, სადაც, შეიძლება, გადაითვალოს, არ ვიცი, კომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი დარწმუნდებიან, რომ იგივე რეალობაა. უფრო მეტიც, შეიძლება, ქართული ოცნების საზიანოდ აღმოჩნდეს იქ გარკვეული პუნქტები, შეცდომით გარკვეული ციფრები შეტანილი. ეს მოხდა სამგორში, როდესაც ოქმი შემოწმდა, აღმოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას ეწერა 200 ხმით ნაკლები. ამ რეალობის წინაშე დადგომა არ უნდათ, აღმოჩნდება, რომ უბრალოდ იტყუებიან. ამიტომ, მიდიან ამ დესტრუქციაზე.
[...] მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არცერთი ხმის დათმობას და მიტაცებას არ ვაპირებთ. საზოგადოებას შეუძლია, წყნარად იყოს ამ მიმართულებით. ჩვენ ვიქნებით გარანტი კანონის დაცვისა, ხმების შენარჩუნებისა, იმ ხმებისა, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა, იმ ნდობისა, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა და მათ ამ მიმართულებით სანერვიულო არ აქვთ. ქართული სახელმწიფო მყარად დგას ფეხზე და არ დაუშვებს, განავითაროს ვიღაც ერთი წარსულის პოლიტიკოსის ტვინში მოხარშული საკმაოდ ცუდი სცენარი...





