არჩევნები 2020

იონათამიშვილი ოპოზიციას: მაინც შემოხვალთ, იქამდე ბევრჯერ დაგცინებთ ხელმოცარული სააკაშვილი

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ამ რადიკალური ოპოზიციის ყველა მონაწილე ამბობს - პარლამენტში იმიტომ კი არ შევდივართ, რომ შედეგებს არ ვცნობთო, არამედ პირველს არ გვსურს ამ ნაბიჯის გადადგმაო. სხვა ნებისმიერი თუ იტყვის, შევდივარ, მაშინ გავყვებითო. თუ ასე ხართ დამოკიდებული სხვაზე, საერთოდ რა გინდათ პოლიტიკაში? და, თუ ასე გეშინიათ, იმ ხელმოცარული სააკაშვილის, კიდევ უარესი მაშინ. განსაკუთრებით ისინი, ვინც, თუნდაც ფასადურად, "მესამე არჩევანის" როლის მორგებას ცდილობდით.

ბოლოს ზუსტად ვიცი, მაინც შემოხვალთ, ოღონდ მანამდე კიდევ ბევრჯერ დაგამცირებთ და დაგცინებთ ის ხელმოცარული კაცი, ვინც თავის ჭკუაზე გიმსახურებთ ისევ, უბრალოდ თქვენი ამომრჩევლის მხარდაჭერაც აღარ გექნებათ მაგ დროს, რადგან მათ აგირჩიეს, ვისაც ეგონა, რომ სააკაშვილი აღარ იყო თქვენი ბატონი...

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოპოზიციას მიმართავს, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, არალეგიტიმურად მიიჩნევს და პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობს.

კომენტარები